"მინდა მქონდეს უფლება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, პრობლემა არ უნდა შემიქმნან, თუკი ვინმე სამარცხვინო დაფაზე გაკვრას დაიმსახურებს, ასეთ ბანერზე გავაკრა" - კვირის პალიტრა

"მინდა მქონდეს უფლება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, პრობლემა არ უნდა შემიქმნან, თუკი ვინმე სამარცხვინო დაფაზე გაკვრას დაიმსახურებს, ასეთ ბანერზე გავაკრა"

"მინდა მქონდეს უფლება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, პრობლემა არ უნდა შემიქმნან, თუკი ვინმე სამარცხვინო დაფაზე გაკვრას დაიმსახურებს, ასეთ ბანერზე გავაკრა", - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, გამოხატვის ასეთი ფორმები უნდა არსებობდეს, რადგან ეს ძალადობას სჯობს.

"ძალადობას ეს სჯობს და საზოგადოებაში ფიზიკური ძალადობის შანსებს ამცირებს. სხვა საკითხია მე ეს მომწონს თუ არ მომწონს, მაგრამ უფლება იმისა, რაც მინდა, ის სადღაც დავწერო და მივახატო, უნდა იყოს დაცული. ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოს ქვეყნის კანონმდებლობა. ზოგადად, არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში მიმაჩნია, რომ ასეთი ბანერების გაკვრა არასწორია. არც სხვა თვალსაზრისით არის სწორი, როცა ბანერზე ხალხს იმის მიხედვით ამატებ, შენი ოპოზოცია გუშინწინ რომ გახდა. რაც შეეხება იმას, ბანერზე პირველს ვის გამოვაკრავდი, ამ ბანერზე თუ ვინმე უნდა გამოვაკრათ, ის ხალხია, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით და ცხვირის ჩაყოფით არის დაკავებული", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.