ირაკლი კობახიძე:"დამანაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს" - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე:"დამანაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს"

"ქართული ოცნების"თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისის სოფელ განთიადში მომხდარს არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

"ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ დამანაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს. ეს არის ერთდაერთი პოზიცია,რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელი.

ამ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც წაახალისებს ძალადობას, სიძულვილს, ზიზღს და ა.შ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა"პირველ რიგში, თავისი ტელევიზიებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისში, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

"ინტერპრესნიუსი"