"მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა, რომელსაც ჰქონდა ნიუსები უცხოურ დელეგაციასთან შეხვედრაზე, სიტყვით მიმართვაზე და ეს იყო ამბავი"
"მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა, რომელსაც ჰქონდა ნიუსები უცხოურ დელეგაციასთან შეხვედრაზე, სიტყვით მიმართვაზე და ეს იყო ამბავი"
"მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა - რა არის ამაში აღსანიშნავი თუ არა ის, რომ თავისთავად ამაზე ახალი ამბავი კეთდება, რაც არის მახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმების მარაზმის", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავსტრიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის.

მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ივანიშვილის თანავარსკვლავედში არიან არც სიტყვას აქვს მნიშვნელობა და არც ფაქტებს.

"მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა, რომელსაც ჰქონდა ნიუსები უცხოურ დელეგაციასთან
შეხვედრაზე - ასლან აბაშიძემ სიტყვით მიმართა მათ და ეს იყო ამბავი. მადლობა მოუხადა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, რა არის ამაში აღსანიშნავი თუ არა ის, რომ თავისთავად ამაზე ახალი ამბავი კეთდება, რაც არის მახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმების მარაზმის. გ
ამოვიდა სიტყვით და მადლობა უთხრა კურცმა და რა კარგია.

მთავარი მახასიათებელი ამ რეჟიმის და ყველა ადამიანის ვინც ივანიშვილის თანავარსკვლავედშია არის ის, რომ არც სიტყვას აქვს მნიშვნელობა, არც ფაქტებს, არც იმას, ახსოვს თუ არა ადამიანს გუშინ ვინ რა თქვა. ეს ადამიანები - კალაძე კობახიძე, ღარიბაშვილი და გახარიაც ხომ ამის მაგალითს გვაძლევენ? არამარტო დღეს გადათქვამენ გუშინ რასაც იძახდნენ ერთმანეთზე, არამედ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ გუშინწინ ერთად, რომ ვიყავით და ერთმანეთს რომ ვაქებდით, ერთმანეთს ვატყუებდითო. პოლიტიკური არარაობები არიან და მათი ნდობა არ შეიძლება არც ერთის", - განაცხადა ბოკერიამ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები