"ღარიბაშვილსა და კობახიძეს საბოლოო გაჩერების სინდრომი დაემართათ... კომიკურია, რომ ყველაფერი უკვე გახარიას ბრალდება. მათ შორის 20 ივნისიც"
"ღარიბაშვილსა და კობახიძეს საბოლოო გაჩერების სინდრომი დაემართათ... კომიკურია, რომ ყველაფერი უკვე გახარიას ბრალდება. მათ შორის 20 ივნისიც"
"ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გახარიას შესახებ მხოლოდ და მხოლოდ იმას გვაჩვენებს, რომ ეშინიათ გახარიასი. როცა მე მოღალატეები ვახსენე, გახარიას საერთოდ არ ვგულისხმობდი. მან ღიად თქვა, პარტიული ხაზი არ მომწონს და მე ჩემს გზას უნდა გავყვეო. არაფერი დაუმალავს, საჯაროდ განაცხადა საკუთარი მიზნები. როცა ღალატზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ გაცილებით სხვა მოვლენებს. მაგალითად, არც ერთი პარტიის საიდუმლო სხდომა არ რჩება საიდუმლოდ, მაქსიმუმ 15 წუთში ყველამ ყველაფერი იცის, რადგან ამ სხდომებიდან მომენტალურად გამოაქვთ ინფორმაცია. ეს არის
ღალატის ყველაზე მსუბუქი მაგალითი", - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა.

- რაც შეეხება გახარიას ნარკომომხმარებლობას, ეს რომ ასე არ არის, როგორც ვიცი, უკვე დაადასტურა ვენაში ჩატარებულმა კვლევამ. სიმართლე გითხრათ, ამის გარეშეც კარგად ჩანდა, რომ ეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდება იყო. გახარია ძალიან
აქტიური და ქმედითი ადამიანია, რომელიც პრემიერობისას პანდემიის პერიოდში 24 საათი მუშაობდა, შეუძლებელია ნარკომანი ასეთი აქტიური იყოს. ნარკოტიკის მომხმარებელი რომ იყოს, მისი პოტენციალი უკვე დიდი ხნის წინ დეგრადირდებოდა. გახარიას ნარკომომხმარებლობაზე ლაპარაკობს მმართველი პარტიის ორი ყველაზე ოდიოზური ფიგურა - კობახიძე და ღარიბაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროცესი კალაძემ წამოიწყო, მისი განცხადებები ყველაზე მოზომილია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ არჩევნების შემდეგ კახა კალაძისა და "ქართული ოცნების" გზები ნელ-ნელა გაიყოს.

რაც შეეხება ღარიბაშვილსა და კობახიძეს, ამ ორ პიროვნებას საბოლოო გაჩერების სინდრომი დაემართა, რაც გულისხმობს იმგვარ ვითარებას, როდესაც ადამიანი იკავებს პოზიციას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლებლობებს, რა დროსაც იწყება მისი პიროვნების დეგრადაცია. შეადარეთ დღევანდელი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დროინდელ პრემიერ ღარიბაშვილს. მათ შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის.
რაც უნდა ხდებოდეს, კომიკურია, რომ ყველაფერი უკვე გახარიას ბრალდება. მათ შორის 20 ივნისიც, არადა, რა ხდებოდა მაშინ? ყველანი იყვნენ პარლამენტის შენობაში, ცახცახებდნენ შიშისგან და ერთადერთი ადამიანი, რომელიც მოქმედებდა, იყო გახარია. იმ დღეს თუ რამ გადაცდომა მოხდა, ამაზე პასუხისმგებელია გახარიასთან ერთად მთელი იმჟამინდელი ხელისუფლება.

მოკლედ, დღეს ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ასეთი დონის ციცერონები გვყავს, სამწუხაროდ...
ის, რაც დღეს ხდება "ქართულ ოცნებაში", აჩვენებს, რომ ამ პარტიას ჰუმანური რესურსების დიდი დეფიციტი აქვს.
გახარია დღეს ცდილობს დაიკავოს მესამე ძალის პოზიცია, რომელზეც მე უკვე წლებია ვლაპარაკობ. ეს აუცილებელია ქვეყნისთვის. "ქართული ოცნება" კი ცდილობს ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გააიგივოს, რათა ისევ ორპოლუსიანი დატოვოს პოლიტიკური ველი, რაც "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" აწყობთ. (იხილეთ სრულად)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები