"გიორგი გახარია ან "კოკაინი" არასდროს მიხსენებია, "კოკაინზე" საუბარი გახარიამ თავად წამოიწყო" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარია ან "კოკაინი" არასდროს მიხსენებია, "კოკაინზე" საუბარი გახარიამ თავად წამოიწყო"

"გიორგი გახარია ან "კოკაინი" არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია, "კოკაინზე" საუბარი გიორგი გახარიამ თავად წამოიწყო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას ქმედებებმა ბევრი კითხვა გააჩინა.

"ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო საერთოდ, გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ვენაში ჩაიტარა. როგორც პარტიაში განაცხადეს, ჰოსპიტლის დასკვნით, გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ გახარიამ სამხარაულის ექსპერიზის ბიუროში ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ როგორც ის ამბობს, მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა.