"ერთ საათიანი შეხვედრა ჰქონდა ნიკანორ მელიას ევროკავშირის ოფისში და 3 საათი გაუგრძელდა იმიტომ, რომ 2 საათი იმალებოდა და ვერ ბედავდა გამოსვლას"
"ერთ საათიანი შეხვედრა ჰქონდა ნიკანორ მელიას ევროკავშირის ოფისში და 3 საათი გაუგრძელდა იმიტომ, რომ 2 საათი იმალებოდა და ვერ ბედავდა გამოსვლას"
ერთ საათიანი შეხვედრა ჰქონდა ნიკანორ მელიას ევროკავშირის ოფისში და შეხვედრა მას 3 საათი გაუგრძელდა იმიტომ, რომ 2 საათი იმალებოდა ევროკავშირის ოფისში და ვერ ბედავდა იქიდან გამოსვლას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ოფისთან ახალგაზრდების შეკრების მიზეზი ნიკა მელიას ქმედება გახდა.

კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდების აღშფოთება ნიკა მელიას პროვოკაციამ გამოიწვია და ეს აბსოლუტურად გასაგებია.

"კაცი გადმოვიდა შეუ
რაცხყოფაზე და ერთადერთი რაც გავაკეთეთ იყო სიტყვიერი პასუხის გაცემა. სხვა შემთხვევაშიც იგივე ხდება ხოლმე, არის პროვოკაციები - ეს მოხდა ქარელში, ბათუმში და ხელვაჩაურში. ყველა შემთხვევაში იყო ჩვენების მხრიდან ღირსეული პასუხი, სამწუხაროდ, დმანისში იყო ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ძალიან სამწუხარო და მძიმე შემთხვევა მოხდა, თუმცა იქ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი
ზომები მიიღო. გუშინ ნიკანორ მელიამ, რაც იკადრა, ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, მოვიდა, შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, ერთადერთი გავეცი სიტყვიერი პასუხი, სადაც იყო შეურაცხყოფის მკაფიო ნიშნები და ამისთვის საზოგადოებას მოვუხადე ბოდიში.

რაც შეეხება ახალგაზრდების იქ მისვლას, მათი აღშფოთება იყო სრულიად ბუნებრივი, თუმცა როგორც კი ჩემი მხრიდან ბრიფინგზე გაჟღერდა მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა, მათ მიიღეს შესაბამისი ზომები და დატოვეს ტერიტორია. ერთ საათიანი შეხვედრა ჰქონდა ნიკანორ მელიას ევროკავშირის ოფისში და შეხვედრა მას 3 საათი გაუგრძელდა იმიტომ, რომ 2 საათი იმალებოდა ევროკავშირის ოფისში და ვერ ბედავდა იქიდან გამოსვლას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები