"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ნარკოტიკის მომხმარებელი მას შემდეგ გახდა, რაც მან მმართველი გუნდი დატოვა. მისივე ინფორმაციით, გახარიას კოკაინი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა.მოგვიანებით განმარტა, რომ აღნიშნული ქალბატონი გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია."საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან",- განაცხადა კობახიძემ.მისი ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გახარიას თანაპარტიელმა ქალებმა "ჩელენჯი" წამოიწყეს. რამდენიმე მათგანმა "ფეისბუქზე" ირაკლი კობახიძე მონიშნა, ჰეშთეგზე #ისქალიმევარ