"ის ქალი მე ვარ" - გახარიას თანაპარტიელი ქალების "ჩელენჯი" ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ - კვირის პალიტრა

"ის ქალი მე ვარ" - გახარიას თანაპარტიელი ქალების "ჩელენჯი" ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ნარკოტიკის მომხმარებელი მას შემდეგ გახდა, რაც მან მმართველი გუნდი დატოვა. მისივე ინფორმაციით, გახარიას კოკაინი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა.

მოგვიანებით განმარტა, რომ აღნიშნული ქალბატონი გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

"საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან",- განაცხადა კობახიძემ.

მისი ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გახარიას თანაპარტიელმა ქალებმა "ჩელენჯი" წამოიწყეს. რამდენიმე მათგანმა "ფეისბუქზე" ირაკლი კობახიძე მონიშნა, ჰეშთეგზე #ისქალიმევარ