"კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა" - კობახიძე გახარიაზე - კვირის პალიტრა

"კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა" - კობახიძე გახარიაზე

როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიას განცხადებას.

კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერი "მორალურ ფსკერზე“ დაეშვა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია "ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა", არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.

"ინტერპრესნიუსი"