"როდესაც ისეთი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორიც "ნაცმოძრაობაა", პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ - არ ავყვეთ" - კვირის პალიტრა

"როდესაც ისეთი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორიც "ნაცმოძრაობაა", პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ - არ ავყვეთ"

"როდესაც ისეთი პოლიტიკური პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყოს" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძემ ყველას მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.

"თუმცა მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველამ მაქსიმალურად შეიკავოს თავი. არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს და არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ, წყნარად, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სიძულვილის ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კახა კალაძის შეფასებით, ამაში სიახლე არაფერია, რადგან "ხელწერა ამ არჩევნებზეც კარგად ჩანს".

"თავიანთი მედიასაშუალებებით არის სიძულვილის ენა, არის სიბინძურე, ბოროტება, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ყველაფერს კადრულობენ, სამწუხაროდ. ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება და მთავარი არის, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველას და ყველაფერს შესაბამის პასუხს გასცემს და შესაბამის სახელს დაარქმევს", - განაცხადა კახა კალაძემ.