"სიტყვა "კოკაინი" პირველად გახარიამ ახსენა - ერთადერთი, რაზეც ირაკლი კობახიძე შეიძლება გააკრიტიკო არის, უნდა მოეყოლა თუ არა ინფორმაცია, რაც ჰქონდა"
"სიტყვა "კოკაინი" პირველად გახარიამ ახსენა - ერთადერთი, რაზეც ირაკლი კობახიძე შეიძლება გააკრიტიკო არის, უნდა მოეყოლა თუ არა ინფორმაცია, რაც ჰქონდა"
"უუცნაურესად იქცეოდა ეს ადამიანი, არავის უკითხავს და კოკაინზე დაიწყო ლაპარაკი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პირველად სიტყვა "კოკაინი" გიორგი გახარიამ ახსენა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ერთადერთი, რაზეც მისი გაკრიტიკება შეიძლება ის არის, უნდა მოეყოლა თუ არა საჯაროდ ინფორმაციაც, რაც ჰქონდა.

,,მოიგონა, რომ სამხარაულში პროვოკაციას მიწყობენო და ჩრდილი მიაყენა ძალიან ავტორიტარულ ორგანიზაციას,
რაც "ნაცებსაც" არ უკადრებიათ. ჩავიდა ვენაში და არალიცენზირებულ კლინიკას გააკეთებინა ანალიზი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან გააკეთა, რომელიც საერთოდ არ აკეთებს ამას. როგორც მინიმუმ ჩემში, როგორც ადამიანში სერიოზული კითხვები გაჩნდა. სიტყვა "კოკაინი" პირველად გახარიამ ახსენა, კაცმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე დაიწყო საუბარი და იმაზე გადაირია. 7 სხვადასხვა
ნარკოტიკი იყო და რაღა კოკაინზე ილაპარაკა? ერთადერთი, რაზეც ირაკლი კობახიძე შეიძლება გააკრიტიკო არის უნდა მოეყოლა თუ არა ის ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები