"წავედი, რომ ერთგვარი "დეტოქსი" განმეცადა" - ღარიბაშვილის თქმით, პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა
"წავედი, რომ ერთგვარი "დეტოქსი" განმეცადა" - ღარიბაშვილის თქმით, პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა
ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" პირ­ველ ჯერ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან გა­დად­გო­მას იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მან ერთი კვი­რა ათო­ნის მთა­ზე გა­ა­ტა­რა.

"როცა გა­დავ­დე­ქი, მე­ო­რე დღეს რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო შფოთ­ვა მქონ­და და მა­შინ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ აღარ მი­წევ­და ფიქ­რი და ზრუნ­ვა მიმ­დი­ნა­რე, ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებ­ზე. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რომ მო­ვიხ­სე­ნი, ეს იყო უჩ­ვე­უ­ლო ჩემ­თვის.

ყვე­ლა­ზე დიდი ცდუ­ნე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა გა­მოს­ცა­დო, ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

დი­დია ცდუ­ნე­ბა, როცა ნე­ბის­მი­ერ შენს თქმა­ზე კეთ­დე­ბა საქ­მე და შენს მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ,
ამას ეჩ­ვე­ვი და ვფიქ­რობ, რომ ეს დიდი გა­მოც­დაა ადა­მი­ა­ნის­თვის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, მეც მქონ­და თავ­ბრუს­ხვე­ვა, იმი­ტომ რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად ცვლის ადა­მი­ანს.

როცა მე გა­დავ­დე­ქი, შეგ­ნე­ბუ­ლად წა­ვე­დი ათო­ნის მთა­ზე და შო­ბას შევ­ხვდი იქ, ერთი კვი­რა დავ­ყა­ვი. წა­ვე­დი,
რომ ერ­თგვა­რი, ასე ვთქვათ, დე­ტოქ­სი გან­მე­ცა­და. იქ გაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გან­მარ­ტოვ­დე და შენს თავ­თან ასე ვთქვათ, ჩა­ი­კე­ტო. ჩემ თავ­თან და­ვი­წყე ჭი­დი­ლი, ბრძო­ლა გა­მო­ვუ­ცხა­დე ჩემს თავს. სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან ასე მი­ვეჩ­ვიე, თი­თო­ე­ულ ჩემს შეც­დო­მას და მარ­ცხს, ვი­წყებ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით, მე არ ვი­წყებ სხვებ­ზე დაბ­რა­ლებს. უნდა გა­ი­ა­რო ყვე­ლა ეს ტრან­სე­ბი და მიხ­ვი­დე ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ­დე და თუ აღ­მო­ა­ჩენ, რომ შენი ბრა­ლი არ არის, მა­შინ მო­ი­პო­ვებ სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს.

მე ეს გზა გა­ვი­ა­რე. ათო­ნის მთა­ზე შევ­ხვდი ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს, ბე­რებს, რომ­ლებ­საც სხვა არა­ვი­თა­რი საზ­რუ­ნა­ვი არ აქვთ, გარ­და ღმერ­თი­სა.

და მე­ო­რე, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გა­და­წო­ნის. შე­იძ­ლე­ბა გაჰ­ყვე ამ ცდუ­ნე­ბას და მერე უცებ ბრუნ­დე­ბი რე­ა­ლო­ბა­ში. და რე­ა­ლო­ბა რა არის? შენი ოჯა­ხი. გახ­სენ­დე­ბა შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე, მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შენ­თვის ძვირ­ფას­ნი არი­ან, ვინც ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე გა­გი­კე­თა. ეს ემო­ცია ერ­თვე­ბა შემ­დეგ და რე­ა­ლუ­რად ეს გა­და­გა­ტა­ნი­ნებს ცდუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბას" - ამ­ბობს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები