"პანდემიის გამო მსოფლიოს 180 მილიონზე მეტი ღარიბი შეემატა - საქართველო გამონაკლისი არ არის" - კვირის პალიტრა

"პანდემიის გამო მსოფლიოს 180 მილიონზე მეტი ღარიბი შეემატა - საქართველო გამონაკლისი არ არის"

პანდემიის გამო მსოფლიოს 180 მილიონზე მეტი ღარიბი შეემატა - საქართველო გამონაკლისი არ არის და უმუშევრობა და სიღარიბე პანდემიის ზეგავლენით გაიზარდა, - აღნიშნული შეფასება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ეტაპობრივად, სიღარიბის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გაგრძელდება.

"ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში არ ვართ. ვართ პანდემიის პირობებში და ძალიან ბევრი რამ პანდემიის ბრალია", - განაცხადა ნათია თურნავამ.