"ჩვენი სახელმწიფოების აღიარება შეუქცევადი პროცესია - არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთ წელიწადში მოხდება, თუ ორში" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სახელმწიფოების აღიარება შეუქცევადი პროცესია - არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთ წელიწადში მოხდება, თუ ორში"

"ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი სახელმწიფოების აღიარება შეუქცევადი პროცესია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ეს ერთ წელიწადში მოხდება, თუ ორში. სირიის მხრიდან აღიარება ამას მოწმობს", - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის" დღესთან დაკავშირებით იმყოფება.

"ჩვენ გვაღიარებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება,"- დასძინა დე ფაქტო ლიდერმა.

შეგახსენებთ, აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონში "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავენ. "საზეიმო ღონისძიებებში" მონაწილეობის მიღების მიზნით აფხაზეთში ცხინვალის დე ფაქტო დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობს.