"ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? - ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი"
"ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? - ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი"
"ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? არასწორ კითხვას სვამთ. არ არის საინტერესო", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მივა თუ არა გამოკითხვაზე, თუკი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების გამო გიორგი გახარია მას და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს უჩივლებს.

მისივე თქმით, "ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი".

"ვფიქრობ, რომ ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო და ჩვენ მოსახლეობას არ აინტერესებს
ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება" , - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები