"პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები - ჩემი კვლევები საუკეთესო კვლევებია" - კვირის პალიტრა

"პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები - ჩემი კვლევები საუკეთესო კვლევებია"

პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, IPSOS-ის კვლევებს არ ენდობა, რადგან ის საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მიზნითაა შექმნილი.

"ეს არის მიზანმიმართული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. შეინახეთ ეს კვლევები და 2 ოქტომბერს, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, ვნახავ, რა შედეგები დაიდება და მერე შეგვეძლება, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ვგრძნობთ ყოველდღიურად და ამისთვის გულწრფელი მადლობა თითოეულ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს.

ჩემი კვლევები, ყველაზე საუკეთესო კვლევებია, ყოველდღიურად ხალხთან შეხვედრა და იმ დამოკიდებულებების და გრძნობების საზოგადოების მხრიდან ჩვენება ჩემთან მიმართებაში, რასაც ძალიან ვაფასებ, ვუფრთხილდები და ეს არის ყველაზე დიდი საზომი და კვლევები ჩემთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"