"ავიღე ბილეთი ორი ოქტომბრის საღამოსთვის" - მიხეილ სააკაშვილი კიევი - თბილისის მიმართულებით დაჯავშნილ ბილეთს აქვეყნებს
27-09-2021
"ავიღე ბილეთი ორი ოქტომბრის საღამოსთვის" - მიხეილ სააკაშვილი  კიევი - თბილისის მიმართულებით დაჯავშნილ ბილეთს აქვეყნებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება. თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს, არანაირი თანამდებობის სურვილი, იმიტომ, რომ ნადმვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ
ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი კიევი - თბილისის ბილეთსაც აქვეყნებს.

"ინტერპრესნიუსი"

ი.გ
28 სექტემბერი 2021 12:58
ეს ბილეთიც ისეთივე ყალბია, როგორი ყალბიც თვითონაა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?