"მამაჩემს ორდენიძეების ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი - "სუპერი 98" და "ზიპოს" სანთებელას მე მოგაწვდით"
"მამაჩემს ორდენიძეების ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი - "სუპერი 98" და "ზიპოს" სანთებელას მე მოგაწვდით"
მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი - "სუპერი 98" და "ზიპოს" სანთებელას მე მოგაწვდით, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე "მთავარი არხის" ეთერში ბესიკ ფიფიასა და თამარ ორდენიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარი დაპირისპირება სერიალის ბოლო ეპიზოდი იყო.

"საერთოდ არ ვიცნობთ ამ პიროვნებას, გუშინ იყო ბოლოს წინა სერია, ამიტომ მოიმარაგეთ ასანთი. არ ვიცნობ ამ ადამიანს, მეტი რა გითხრათ. მე რა შუაში ვარ, მიხედონ
შესაბამისმა სამსახურებმა. მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი "სუპერი 98" და "ზიპოს" სანთებელას მე მოგაწვდით", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში ორდენიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ კახა კალაძის მამამ, კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემით ისარგებლეს და ათეულობით
ათასი დოლარი მიითვისეს. ორდენიძეების ოჯახის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ძალოვანი სტრუქტურებიდან დათო ორდენიძეს დევნიდა.

კახა კალაძემ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება მანამდეც გააკეთა. მისი თქმით, "მთავარმა არხმა" "სანტა ბარბარა" მოაწყო და "პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს".

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები