"მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი"
"მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი"
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ჩამოსვლით პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება და ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რითმში გააგრძელებს.

"ცხადია, ხალხიც დახვდება, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდება. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. თუ ეს ასე იქნება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და
დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, ეს აინტერესებს ხალხს. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა.
მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები