"დედას ბუშტი გვიბრუნდება" - კვირის პალიტრა

"დედას ბუშტი გვიბრუნდება"

"სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება", - ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის დაანონსებას.

"იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ - ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია და ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის, მგონი, დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება", - ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გაავრცელა ვიდეომიმართვა და ასევე 2 ოქტომბრის კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო და ამით სამშობლოში დაბრუნების კონკრეტული თარიღი პირველად დაასახელა.

ambebi.ge