"ნელსონ მანდელად ალბათ ვერ იქცევა, მაგრამ..." - რას წერენ რუსული გამოცემები სააკაშვილის გეგმაზე?
"ნელსონ მანდელად ალბათ ვერ იქცევა, მაგრამ..." - რას წერენ რუსული გამოცემები  სააკაშვილის გეგმაზე?
სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს, მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბებს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის და­პი­რე­ბებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სუ­ლი მე­დია და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

echo.msk.ru-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბელ ბი­ლეთს ქვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მა წერს, რომ შინ დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღი ქვეყ­ნის ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა 2 ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს და­ამ­თხვია, რათა, რო­გორც ის ამ­ბობს, გა­მარ­ჯვე­ბა ერ­თად იზე­ი­მონ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მას ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბა პა­ტიმ­რო­ბით ემუქ­რე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს" -
წერს გა­მო­ცე­მა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლით მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს. რით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი?" - ასე­თი სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა tvrain.ru ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღი და­ა­სა­ხე­ლა. რას გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი?!" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა lenta.ru.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ თბ­ილსში, 2 ოქ­ტო­მო­ბერს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს დაბ­რუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მისი თქმით, ბი­ლე­თი ორი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის აიღო, რათა მის ამომ­რჩე­ველ­თან ერ­თად იყოს არ­ჩევნმე­ბის დღეს, რათა მათი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა და­იც­ვას და სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა­ში წვი­ლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. პირ­ვე­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ მან 6 სექ­ტემ­ბერს გა­ნა­ცხა­და. პო­ლი­ტი­კო­სი რვა წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია, ახლა კი ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს უნდა და­ეს­წროს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა, თაკო ჩარ­კვი­ან­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად სა­ერ­თო სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბაც და­ა­ფუძნა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­აკშ­ვი­ლის მი­მართ გა­ნოხრცი­ე­ლე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა უნდა დას­რულ­დეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

tass.ru-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბა.

"შე­ას­რუ­ლებს თუ არა, ერთი ან მე­ო­რე მხა­რე პი­რო­ბას, ამის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ოთხი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, მათ შო­რის არის, 2006 წელს მომ­ხდა­რი და ქვე­ყა­ნა­ში ძალ­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და დე­პუ­ტატ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სას­ტი­კად ცე­მის საქ­მე. მარ­თველ გუნდში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მას სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვე­ბენ..." - წერს გა­მო­ცე­მა. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები