"ნელსონ მანდელად ალბათ ვერ იქცევა, მაგრამ..." - რას წერენ რუსული გამოცემები სააკაშვილის გეგმაზე? - კვირის პალიტრა

"ნელსონ მანდელად ალბათ ვერ იქცევა, მაგრამ..." - რას წერენ რუსული გამოცემები სააკაშვილის გეგმაზე?

საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ქმედებებს, ექსპრეზიდენტის დაპირებებს სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად განიხილავენ.

echo.msk.ru-ს ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში დასაბრუნებელ ბილეთს ქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ შინ დაბრუნების თარიღი ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს დაამთხვია, რათა, როგორც ის ამბობს, გამარჯვება ერთად იზეიმონ.

"საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შესაბამისად, მას ახლანდელი მთავრობა პატიმრობით ემუქრება. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს" - წერს გამოცემა.

"სააკაშვილი რეალური სასჯელით მუქარის მიუხედავად საქართველოში დაბრუნებას აპირებს. რით შეიძლება დასრულდეს ყველაფერი?" - ასეთი სათაურით ეხმაურება tvrain.ru ექსპრეზიდენტის განცხადებას ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნების თარიღი დაასახელა. რას გადაწყვეტს საქართველოს ექსპრეზიდენტი?!" - წერს რუსული გამოცემა lenta.ru.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილსში, 2 ოქტომობერს, მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელების არჩევნების დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ბილეთი ორი ოქტომბრის არჩევნებისთვის აიღო, რათა მის ამომრჩეველთან ერთად იყოს არჩევნმების დღეს, რათა მათი არჩევანის უფლება დაიცვას და საქართველოს გადარჩენაში წვილილი შეიტანოს. პირველად დაბრუნების შესახებ მან 6 სექტემბერს განაცხადა. პოლიტიკოსი რვა წელია ემიგრაციაშია, ახლა კი ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებს უნდა დაესწროს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობაც დააფუძნა. მისი განცხადებით, სააკშვილის მიმართ განოხრციელებული უსამართლო პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს" - წერს გამოცემა.

tass.ru-ს ცნობით, საქართველოს მმართველი პარტია ირწმუნება, რომ სააკაშვილი სამშობლოში ვერ დაბრუნდება.

"შეასრულებს თუ არა, ერთი ან მეორე მხარე პირობას, ამის შესახებ, რამდენიმე დღეში, 2 ოქტომბრის არჩევნების დღეს გახდება ცნობილი. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის არის, 2006 წელს მომხდარი და ქვეყანაში ძალზე გახმაურებული სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის საქმე. მართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ მას საზღვარზე შემოსვლისთანავე დააკავებენ..." - წერს გამოცემა. იხილეთ სრულად