"სა­ა­კაშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­კუ­თარ პარ­ტი­ას ფუ­ლის მი­ცე­მა­ზე უარი უთხრა" - კვირის პალიტრა

"სა­ა­კაშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­კუ­თარ პარ­ტი­ას ფუ­ლის მი­ცე­მა­ზე უარი უთხრა"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ექსპეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გუნდს წინასაარჩევნოდ ფულის მიცემაზე უარი უთხრა.

როგორც "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილმა განმარტა, სწორედ ამის ასახსნელად გაითამაშა ექსპრეზიდენტმა "ფანდი", თითქოს ჩამოსვლას აპირებს.

პრემიერმა აქვე განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილის თანაგუნდელები მისი ჩამოსვლის წინააღმდეგები არიან და მათ შორის არის ნიკა მელიაც.

"სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პრვოკატორი. თუ გადავხედავთ, მთელი საარჩევნო კამპანია მათ ("ნაციონალურ მოძრაობას") არ უმუშავიათ. რეალურად ისინი ელოდებოდნენ ამ ჩანაწერებს, ამ ფაბრიკაციებს, რომელიც გამოყარეს. ეს ერთი და მეორე, სააკაშვილის განცხადებით, ხდება მათი ამომრჩევლის მობილიზება, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს, უფულოდ. ახლა რატომ უფულოდ? დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ საკუთარ პარტიას ფულის მიცემაზე უარი უთხრა.

შიდა ინფორმაციებით ვიცით, მისი ნათქვამი იყო, რომ ამ არჩევნებში ფულის ჩადებას აზრი არ აქვს, რადგან მაინც არაფერი შეიცვლება. მან ფული არ მისცა საკუთარ გუნდს. რამენაირად რომ აეხსნა მათთვის ეს ქმედება, ისევ დასრჩენილიყო ლიდერად და მელიას არ ჩამოერთმია ლიდერობა, ეს იაფფასიანი ფანდი გაითამაშა.

ამას შიგნიდან მოწოდებული ინფორმაციით გიყვებით. მაქვს დადასტურებული ინფორმაციები, რომ საკუთარი გუნდის წევრები არიან მისი ჩამოსვლის წინააღმდეგები, მათ შორის ნიკა მელია. მეტსაც გეტყვით, მასაც და არავის არ სჯერა რომ ჩამოვა. ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი" - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"