"სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, კახა კალაძემ ხმების 45,2%, ნიკა მელიამ კი 34% მიიღო - კვირის პალიტრა

"სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, კახა კალაძემ ხმების 45,2%, ნიკა მელიამ კი 34% მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" თბილისის მერის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, თბილისში მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 45.2% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ 34.0%, ხოლო "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 9.1%.