"გახარია როგორც პოლიტიკოსი, კიდევ ერთხელ დამთავრდა" - კვირის პალიტრა

"გახარია როგორც პოლიტიკოსი, კიდევ ერთხელ დამთავრდა"

"ის 9%, რაც გიორგი გახარიამ წაიღო, რეალურად არაფრის გამკეთებელი არ არის - მას ეს მავნებლობა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებით ძვირი დაუჯდება და ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, გიორგი გახარია დამთავრდა", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

მან აქვე აღნიშნა, რომ არჩევნების შეფასება ყველამ გააკეთა და რადგან გახარია დუმს, ალბათ რეალობის შეფასება რცხვენია.

"გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, კიდევ ერთხელ დამთავრდა - მან გააკეთა ყველაფერი, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება, სადაც კახი კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.