ციკლონ "შაჰინს" სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დატბორილია სანაპირო ზოლის ქუჩები - კვირის პალიტრა

ციკლონ "შაჰინს" სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დატბორილია სანაპირო ზოლის ქუჩები

ომანში ტროპიკულ ციკლონ "შაჰინს" სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დატბორილია სანაპირო ზოლის ქუჩები. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. ასევე გადაიდო ფრენები დედაქალაქ მუსკატიდან და მუსკატის მიმართულებით.

ციკლონის სიჩქარე საათში 120-დან 150 კილომეტრამდე მერყეობს. საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის განცხადებით, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

საგანგებო თავშესაფარში ამ დროისთვის 2 700-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ტროპიკული ციკლონის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთშიც.