"თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს" - კვირის პალიტრა

"თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს"

"თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში "ქართულმა ოცნებამ" კატასტროფულად წააგო.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც პირველ ტურში, ისე დამარცხდება "ქართული ოცნება" მეორე ტურში. მთავარია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 პროცენტი აიღო ანუ რუსთაველების უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს. თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს...

რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური", - განაცხადა კირკიტაძემ.

რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. საპატიმროსთან იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.