"რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო გახარიამ" - კვირის პალიტრა

"რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო გახარიამ"

"რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო გახარიამ",- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატამ თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პარტიის წევრები იკრიბებიან.

ჩარკვიანის თქმით, ციხეში ის კი არ უნდა იჯდეს ვინც რუსეთს ებრძვის, არამედ ის, ხელისუფლება, ვინც საზღვრები ღიად დატოვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა "მწვანილისა და არაჟნის კონტეინერით" და რა ინფორმაციას ფლობს ამაზე, ჩარკვიანი პასუხობს, რომ ეს კითხვები უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაუსვან.

"ეს კითხვები უნდა დაუსვან უსაფრთხოების სამსახურს, უზნეო და აღვირახსნილ ხელისუფლებას, რომელიც ჩემი სამშობლოს საზღვრებს არ იცავს. ლილუაშვილი, რომ განაცხადებს, მერე მე გეტყვით ინფორმაციას. ჯერ პასუხი მოვთხოვთ იმათ, ვინც ჩვენი ჯიბიდან იღებს ხელფასს, აგონ პასუხო ჩვენი საზღვრების დაუცველობის გამო, ლილუაშვილმა და ხელისუფლებამ. მათ მიმართ უნდა გვქონდეს კითხვები, როგორ შემოვიდა", -განაცხადა ჩარკვიანმა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია სააკაშვილის საქართველოში ტრაილერით შემოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უსაფრთხოებამ უნდა იცოდეს, როგორ დაიდოდა სააკაშვილი 4 დღე ქუჩაში. "ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ არსებობს და გამზადებულია ანექსიისკენ. რა ვიცი, გადავცეთ? რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო პრემიერმა გახარიამ", - აცხადებს ჩარკვიანი.