"საქართველოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილისთვის უმნიშვნელოვანესია, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მომავლისთვის იბრძვის" - კვირის პალიტრა

"საქართველოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილისთვის უმნიშვნელოვანესია, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მომავლისთვის იბრძვის"

"საქართველოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილისთვის უმნიშვნელოვანესია. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მომავლისთვის იბრძვის", - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის განწყობაზეა.

"პირველად მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი მომენახულებინა. იცით, ქუთაისიდან გუშინ საღამოს გვიან დავბრუნდი. მიშა შიმშილობას აგრძელებს, მას შემდეგ რაც დააკავეს. ჩემთან შეხვედრის შემდეგ ის სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა, არის მეთვალყურეობის ქვეშ. მიშას გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისადმი, ჩემი მეგობრებისადმი, ჩვენ მიმართ, აქტივის, მომხრეების მიმართ არის - ბრძოლა თავდაუზოგავად რეჟიმის წინააღმდეგ, მეორე ტურებში რეჟიმის დამარცხება. მიშას გზავნილი არის ის, რომ საქართველოში დიდ ქალაქებში "ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლების წართმევა და საკრებულოების უმრავლესობის მოპოვება. ის ბრძოლისუნარიანია ძალიან. საქართველოში დაბრუნება მისთვის უმნიშვნელოვანესია, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მომავლისთვის იბრძვის. ასე რომ, ძალიან ბრძოლის გაწყობაზეა. მეც ანთებული გამოვედი, მომავალზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია მეორე ტურში, რომ უნდა ვიბრძოლოთ", -განაცხადა დეკანოიძემ.