"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია - რაც შეეხება პირად ცხოვრებას..." - რას წერს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია - რაც შეეხება პირად ცხოვრებას..." - რას წერს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად უერთდება მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას", - წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ყოფილი პირველი ლედი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო.

"ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ", - წერს რულოვსი "ფეისბუქზე".