"2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა" - რას აცხადებს ცესკო - კვირის პალიტრა

"2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა" - რას აცხადებს ცესკო

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ცესკომ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურები.

"2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც სპეციალური ვიდეოკამერები აღბეჭდავდა. ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იყო", - განაცხადა იოსელიანმა.