"მქონდა ინფორმაცია, რომ ფულის სანაცვლოდ, შესაძლებელია, მიიყვანონ რამდენიმე ადამიანი ციხესთან" - კვირის პალიტრა

"მქონდა ინფორმაცია, რომ ფულის სანაცვლოდ, შესაძლებელია, მიიყვანონ რამდენიმე ადამიანი ციხესთან"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ფულის სანაცვლოდ მოქალაქეების მიყვანას გეგმავს.

დეკანოიძის განცხადებით, თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა და კიდევ უფრო დიდი დარტყმა ხელისუფლებისთვის.

"წარმოუდგენელია თუ მართლაც ასეთი ფსკერი ჩაიდინეს თუ მართლა ამაზე წავიდნენ. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ ფულის სანაცვლოდ შესაძლებელია მიიყვანონ რამდენიმე ადამიანი ციხესთან, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებული. თუ ეს ასე მოხდა - ეს იქნება კიდევ უფრო დიდი დარტყმა ხელისუფლებისთვის, ფსკერზე ისედაც არიან, ამორალურობა, არაადამიანურობა ისედაც ვიცით, მაგრამ ეს იქნება შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის", - განაცხადა დეკანოიძემ.