"ივანიშვილის ამ გამორჩეული "კლოუნის" მცდელობა, რაღაც ფსიქოანალიზის, ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის ამ გამორჩეული "კლოუნის" მცდელობა, რაღაც ფსიქოანალიზის, ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე"

"როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის შეფასებისას განაცხადა,

გიგა ბოკერია თქმით, ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ამოცანასთან დაახლოებას, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია.

"მე მგონია, რომ ივანიშვილის ამ გამორჩეული "კლოუნის" მცდელობა, რაღაც ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც არის თვითონ ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საგანგაშოა ეს მდგომარეობა.

როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ, ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არ არის. ამიტომ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ მეორე ტურში ვცადოთ ამ რეჟიმის მორყევა, ამ საფრთხის შემცირება და დაახლოვება იმ ამოცანასთან, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ხელისუფლების შეცვლა ჰქვია", - აცხადებს გიგა ბოკერია.

მოვუწოდებ მომხრეებს, რომ პრინციპულია ახლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რომელიც მე ნორმალურად მიმაჩნია, - როგორც ბოკერია განმარტავს, "ევროპული საქართველოსთვის" ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემის მოტივაცია "ამრეჟიმის მორყევაა".

"ჩემი აზრით, სწორია ასეთ დროს ამომრჩევლების და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორი ხედვა აქვს ამა თუ იმ კანდიდატს. "ევროპული საქართველოსთვის" და ჩვენი მხარდამჭერებისთვის მეორე ტურში გასვლის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემის მოტივაცია არ არის კოალიცია, არის ამ რეჟიმის მორყევა.

ამიტომ მოვუწოდებ მომხრეებს, რომლებიც ქვეყანაში 30 ათასი გვყავს და სხვებსაც, რომ პრინციპულია ახლა მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რომელიც მე ნორმალურად მიმაჩნია", - აღნიშნავს ბოკერია.