"ფეისბუქში" ყველაზე მეტი - ათასობით ლარი გიორგი ვაშაძემ და "ევროპულმა საქართველომ" დახარჯეს - როგორია სხვა საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო ხარჯი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ფეისბუქში" ყველაზე მეტი - ათასობით ლარი გიორგი ვაშაძემ და "ევროპულმა საქართველომ" დახარჯეს - როგორია სხვა საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო ხარჯი სოციალურ ქსელში?

საქართველოში საარჩევნო კამპანიები და მათ შორის - რეკლამები ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. ჩვენში პოლიტიკოსების ნებისმიერი ტიპის რეკლამებს შეხვდებით, დაწყებული ტრაგიკომედიური, გაუკრვეველი პოსტერებით, დასრულებული პოპულისტური პროპაგანდით. მოსახლეობაში სოციალური ქსელების მზარდი პოპულარობის გათვალისიწინებით, პოლიტიკურმა ძალებმა სოციალურ ქსელებში ნამდვილი სარეკლამო ბატალიები მოაწყეს და ამაში რესურსიც არ დაზოგეს, თუმცა ვინ რა მიიღო ამის შედეგად, ეს სხვა საკითხია...

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" არსებული სტატიტიკის თანახმად, ქართველი პოლიტიკოსები განსაკუთრებით დაიხარჯნენ სწორედ ამ ქსელის მომხმარებლისთვის თავის მოსაწონებლად, თუმცა არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ფეისბუქრეკლამაში" დახარჯული თანხები არანაირად არ უზრუნველყოფს მაღალ საარჩევნო შედეგებს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტიპის რეკლამისას, მთელი მოგება მიდის სწორედ უცხო სოციალური ქსელის ყულაბაში და ქვეყანაში არაფერი რჩება.

იმის იდეალური მაგალითი, რომ სოცქსელის რეკლამა არსებით პოზიტიურ შედეგს არ აძლევს დამკვეთს, არის "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძის "ფეისბუქ-გვერდი" "Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე", რომელმაც ა.წ. 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე 13 629 დოლარი დახარჯა. არჩევნებზე კი სულ რაღაც 23 629 ხმა აიღო.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი ვაშაძის პარტიას ხმა 60 671 ამომრჩეველმა მისცა. მთლიანობაში კი, "ფეისბუქის" მონაცემებზე დაყრდნობით, ვაშაძემ ბოლო 1 წლის განმავლობაში "ფეისბუქრეკლამაში" 133 492 დოლარი გადაიხადა. ასევე, პარტიის გვერდზე "სტრატეგია აღმაშენებელზე" ბოლო ერთ წელს რეკლამებში 22 995 დოლარია გახარჯული, უკანასკნელ კვირაში კი 245 დოლარი.

"ფეისბუქდამკვეთებში" ასევე ლიდერობს "ევროპული საქართველო", რომელმაც 1 წლის განმავლობაში - 151 566, ხოლო გასული კვირის მონაცემებით, 5 591 დოლარი დახარჯა. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას ოფიციალურ გვერდზე 7 დღის მონაცემებზე დაყრდნობით, 600 დოლარი, ხოლო ერთ წელში 9 123 დოლარია რეკლამაში გადახდილი. რაც შეეხება ამომრჩელების რაოდენობას, წინა წელთან შედარებით მათაც გაუარესება აქვთ და წელს მხოლოდ 29 280 ამომრჩევლის გული მოიგეს. განაგრძეთ კითხვა