"დამიდასტურდა კორონავირუსი, ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში" - კვირის პალიტრა

"დამიდასტურდა კორონავირუსი, ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში"

ფოთის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც უგულავამ აღნიშნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გამოჯანმრთელებამდე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებს.

"დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთში კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი! გამარჯვება ახლოსაა! მას გაფორმება სჭირდება.

ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში", - ნათქვამია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.