"სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ..." - კვირის პალიტრა

"სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ..."

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები "მალულად გადათვალეს" და "ნაციონალური მოძრაობის" პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს.

ამის შესახებ მელიამ ვიდეო-მიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში იმყოფება. როგორც მელია ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში არჩევნები პირწმინდადა წააგო".

"სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში, ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულო თავიდან ბოლომდე დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ". "ნაცმოძრაობას" ჰქონდა უმრავლესობა და ამ წუთის მონაცემებითაც აქვს. მაგრამ გუშინ ღამე "ქართული ოცნება" ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა. სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები - ქურდულად, საარჩევნო "ზონდერებმა". პირველ ტურშივე გამარჯვებულ ჩვენს ერთ-ერთ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, "ქართულმა ოცნებამ" ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა. არჩევნები როგორ ჩატარდა, ჩემზე კარგად იცით, განსაკუთრებით ზუგდიდში, შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით, უკანონო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოკრიმინალო ელემენტების ჩართულობით, რომლებიც სუს-თან არიან დაკავშირებულები, ამ პირობებებშიც "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში არჩენები პირწმინდად წააგო. ამის შემდეგ იმ დღესვე გადათვალეს ხმები, მარამ ვერაფერს გახდნენ და 5 დღის შემდეგ მალულად, ღამე, სანამ გვეძინა, გადათვალეს ხმები და ოპოზიცია დამარცხებულად გამოაცხადეს.

ზუდიდში ვერც "მხედრიონის" ტერორმა და ვერანარი სახის ტერორმა დაჩაგრა ადამიანები და ვერც "ქართული ოცნება" ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ საარჩევნო "ზონდერების" გამოყენებით მოპოვენული გამარჯვება ხალხს წაართვას",- განაცხადა მელიამ.