"ახლა თუ მიხვდა ზოგიერთი ამბიციური "დუპლეტი" და "დუპლეტკა", რატომ უნდა გვეჩქარა?!" - კვირის პალიტრა

"ახლა თუ მიხვდა ზოგიერთი ამბიციური "დუპლეტი" და "დუპლეტკა", რატომ უნდა გვეჩქარა?!"

"სახალხო მოძრაობის" ხელმძღვანელი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გასამართი აქციის დაგვიანებაზე საუბრობს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, როცა ადამიანი შიმშილობს, ფართომასშტაბიანი აქციის გაკეთება დროულად სჯობს.

"სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს"- ექიმი...

ახლა თუ ხვდება "ზოგიერთი" ამბიციური "დუპლეტკა", რატომ ავიჩემეთ ადამიანებმა, რომ რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ფართომასშტაბიან აქციას, აჯობებს-თქო. იძახოს ახლა "ზოგიერთმა აღზევებულმა მდაბიომ" არა 10, არამედ 14 სჯობსო. კაცი შიმშილობს და როგორ სჯობს დალოცვილო დაგვიანება?! ამ დრომდე აქცია ვერ გააკეთეს. ვაი, ჩვენი ქვეყნის პატრონს ამდენი ტუტუცის, ამბიციურის ხელში... აქ მდაბიო სტატუსებით ძალიან "ქაჯურ" ჭორაობას (ვისაც ეხება) გაერთიანებისთვის და დროული დიდი აქციისთვის მოგეწოდებინათ. ახლა თუ მიხვდა "ზოგიერთი " "დუპლეტი" და "დუპლეტკა" რატომ უნდა გვეჩქარა?!

ირბინეთ ახლა გაყალბებული მეორე ტურისთვის! დაეჯინეთ დაჭერილ დევნილ კაცს!"- წერს თაკო ჩარკვიანი.