"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის და­სავ­ლე­თის ვარ­სკვლა­ვი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში" - კვირის პალიტრა

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის და­სავ­ლე­თის ვარ­სკვლა­ვი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში"

ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "დასავლეთის ვარსკვლავს" უწოდებს. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ეს მიხეილ სააკაშვილია, ეს არის დასავლეთის ვარსკვლავი პოსტსაბჭოთა სივრცეში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ ამათ ორი-სამი თაობა დასჭირდებოდათ, სანამ ადამიანებს დაემსგავსებოდნენ სოციალური აზროვნებით.

სააკაშვილმა ეს სტერეოტიპები დაანგრია და სართოდ, ყველა სტერეოტიპი დაანგრია იმით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გაატარა ისეთი რეფორმები, რასაც ევროპაში ათწლეულები უნდოდა", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.