"აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, მიხეილ სააკაშვილს კიდევ შეძლებია გააკვირვოს თავისი მომხრეც და მოწინააღმდეგეც" - კვირის პალიტრა

"აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, მიხეილ სააკაშვილს კიდევ შეძლებია გააკვირვოს თავისი მომხრეც და მოწინააღმდეგეც"

"აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, მიხეილ სააკაშვილს კიდევ შეძლებია გააკვირვოს თავისი მომხრეც და მოწინააღმდეგეც", - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას.

"მე მგონი, მათი მოლოდინი მათი განცდებისგან მომდინარეობს და ადამიანების ის ნაწილი და უმრავლესი ნაწილი, რომელიც საზოგადოებაშია, მათი წარმომადგენლები მოვლენ, ყველა რომ მოვიდეს, სად დაეტევა, რუსთაველზე კი არა, 2 რუსთაველზე და 10 რუსთაველზე ვერ დაეტევა, ვინც არის იმ განცდით, რომ შეურაცხმყოფელია ის, რაც ხდება, დაწყებული დაუსრულებელი გაყალბების სერიიდან, დამთავრებული მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული ყველაფრით. ღარიბაშვილი, რომ ამბობს "ვარდების რევოლუცია" იყო ქვების სროლა და გადატრიალებაო, ძალიან ბევრ, არა "ნაციონალ" ადამიანს აყენებს უზარმაზარ შეურაცხყოფას ისე, რომ ვერც ხვდება", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მიდგომებში ძალიან ინოვაციური იყოს.

"გულწრფელად, რომ გითხრათ, 2016 წლისთვის გამიჩნდა გარკვეული ეჭვი, რომ ის მუხტი, გამჭრიახობაც, რა ენერგიაც მისგან მოდიოდა 2003-ში და ასე შემდეგ, ისტორიას ჩაბარდა, ის ისტორიული ფიგურაა, მაგრამ ყველაფერ ამის რამენაირად შემობრუნება, ჩანს, ვეღარ მოხდება, სხვა ფორმებია საჭირო ქვეყნის განვითარებაში, პოლიტიკური პროცესის განხორციელებაში, პერსონაჟებში.

აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, მას კიდევ შეძლებია ის, რომ გააკვირვოს თავისი მომხრეც და მოწინააღმდეგეც... მას შეუძლია ძალიან ინოვაციური იყოს ამ მიდგომებში. როცა პოლიტიკოსის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი რეზონირებს, იწვევს დიდ ემოციებს, ვიღაცისთვის მიუღებელს და იწყება რაღაცნაირად დარაზმვა, სხვებში კიდევ ენთუზიაზმს, მუხტს, პოლიტიკოსი მეტი რა არის? მთავარია, მას მოსდევდეს გარკვეული რეაქცია, რეზონანსი, ის შესაბამისად გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესზე", - განაცხადა დარჩიაშვილმა.