გეტყვით ხუმრობით - თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს? - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მის სავარაუდო გადადგომას ეხებოდა.პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე განმარტება "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ გააკეთა."იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ და ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. გეტყვით ხუმრობით- თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?"- განაცხადა ღარიბაშვილმა.