"2012 წლის მერე ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს. სჯობს ხელისუფლებამ გაიაზროს დიდი შერიგების ინიციატივა" - კვირის პალიტრა

"2012 წლის მერე ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს. სჯობს ხელისუფლებამ გაიაზროს დიდი შერიგების ინიციატივა"

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

საკააშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას "ფეისბუქპოსტით" ეხმაურება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

"ესეც სააკაშვილის ფაქტორი: 2012 წლის მერე ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს. ეს შეუქცევადი პროცესია და სჯობს ხელისუფლებამ გაიაზროს დიდი შერიგების ინიციატივა.

P.S. თუმცა, ეს ხალხი რუსთაველზე არა მარტო სააკაშვილმა, არამედ "ოცნების" უგუნურებამ, სიხარბემ, ანტისახელმწიფოებრივმა და ანტისაზოგადოებრივმა მმართველობამ შეჰყარა!"  - წერს ლაგაზიძე.