ანზორ მელია:" სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს ადამიანს უყვარხართ"
ანზორ მელია:" სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს ადამიანს უყვარხართ"
ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა მივმართო თქვენს მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, მე ვიცი, განმიცდია ის, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ვერ ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი - ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს, - ამის შესახებ ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საკუთარ
სიტყვაში როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

"ამ ტრიბუნიდან მინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო. ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ იცი, ძალიან მალე, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.
ბატონმა მიშამ საპყრობილიდან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით, მე მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემ ზუგდიდს. მე ზუგდიდს, ისე როგორც საქართველოს, არასდროს ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემ პრეზიდენტს ბატონ მიხეილს, რომელმაც მაგალითი გვიჩვენა, მშვიდობიანი მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სხვა უფლება არ გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე? ვინ გყავს პარლამენტში, ვინ გყავს მთავრობაში, რა ზიზღის ენით, რა ტერმინოლოგიით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ „კლოუნადას“, შურს, ზიზღს, ურთერთ არგატანას დავამთავრებთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ. რას აკეთებთ ზუგდიდში, ექიმ კაცს დასდევთ, სუს-ი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხეთ და ვერ გამტეხავთ, იმიტომ რომ მე მიყვარხართ, მიყვარს ჩემი სამშობლო.

ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა მივმართო თქვენს მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, მე ვიცი, განმიცდია ის, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ვერ ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი, ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს - ათასობით ადამიანს უყვარხართ და ცრემლები აქვთ თვალზე მომდგარი, თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, გამაგრდით ბატონო პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის“, - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"


რუბრიკის სხვა სიახლეები