"სააკაშვილს არ აცადეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!"
"სააკაშვილს არ აცადეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!"
გიგი უგულავა, რომელსაც ერთი კვირის წინ კოვიდი დაუდგინდა, აქციაზე მივიდა.

ვუსურვოთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება. დღეს ის ჩვენზე მეტად თავისუფალია! ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები! ,- ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უგულავა განმარტავს,
მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს.

"ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ დაგჩაგრავს, შენ სიმ
ართლეს იტყვი და დაამტკიცებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები, როდესაც მოიგებ არ გაგიყალბოს ფურცლიანმა კოორდინატორებმა და სუს-ის მოგზავნილმა აგენტებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არავის აღარ მოუსმენენ, სულში არავის ჩაუძვრებიან, ოჯახს არ წაუბილწავენ, აღსარებას არ მოუსმენენ და არ დააშანტაჟებენ. დიახ, ასეთი საქართველო გვინდა. თუ რამე თავიდან ვერ, ან არ გავაკეთეთ თავის დროზე, დღევანდელი დღე იყოს პატიების დღე, ამავე დროს დიდი გამარჯვების დასაწყისი. პატიება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გავიმარჯვებთ! გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლება, კეთილდღეობაც და ამ ქვეყნის მომავალი.

ვუსურვოთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება. დღეს ის ჩვენზე მეტად თავისუფალია! ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები! იმიტომ რომ მეტს არაფერს იმსახურებთ! “,-აღნიშნავს უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები