"პოლარიზაციის პირობებში "ქართული ოცნება" იგებს, მაგრამ ურწმუნობის და სიმხდალის ფაქტორმა შესაძლოა ეს ბუღალტერია თავდაყირა დააყენოს" - კვირის პალიტრა

"პოლარიზაციის პირობებში "ქართული ოცნება" იგებს, მაგრამ ურწმუნობის და სიმხდალის ფაქტორმა შესაძლოა ეს ბუღალტერია თავდაყირა დააყენოს"

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

საკააშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას "ფეისბუქპოსტით" ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"ვაღიარებ, რომ პოლიტიკური პროცესის მათემატიკურად დათვლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც ორჯერ ორი შეიძლება იყოს ხუთი, რადგან ასე გწამს…

მათემატიკურად ასეთი პოლარიზაციის პირობებში ქართული ოცნება იგებს, მაგრამ ერთის მხრივ რწმენის და შემართების, მეორეს მხრივ კი ურწმუნობის და სიმხდალის ფაქტორმა შესაძლოა ეს ბუღალტერია თავდაყირა დააყენოს", - წერს ხუხაშვილი.