ბინები ბათუმსა და თბილისში - რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე - კვირის პალიტრა

ბინები ბათუმსა და თბილისში - რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 სექტემბერს შეავსო.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მის სახელზეა: ბათუმში 56,9 კვ.მ ბინა, რომელიც ჩუქებით გადაეცა, ასევე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი (რომელზეც ასევე მდებარეობს საცხოვრებელი სახლი 340,7 კვ.მ) მემკვიდრეობა. გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის 68,76 კვ.მ ბინა თბილისში, რომლის ღირებულება 61 000 აშშ დოლარია და 50 კვ.მ კომერციული ფართი ბათუმში, რაშიც 65 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მეთაურის სახელზეა მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, 2008, ND101ND, რომლის ღირებულება 8500 აშშ დოლარია.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თორნიკე რიჟვაძე ფლობს 25%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს "აჭარა ბერრის ლიმითედში". გაგრძელება