"სააკაშვილმა თანამოაზრეებს შეუთვალა, არჩევნების მეორე ტურიის შემდეგ მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა თანამოაზრეებს შეუთვალა, არჩევნების მეორე ტურიის შემდეგ მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო"

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენონ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და აღნიშნულ პოსტზე მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ. ამის შესახებ თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოწოდებით - "ჯალათი ციხეში".

"რადგანაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არ აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, რომ არჩევნების მეორე ტური რომ დამთავრდება, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო. გეგმებს აწყობს, თვითონ ხომ ააშენა საქართველო და თვითონ ხომ აგვაყვავა, ამდენი ხალხი ჩახოცა და გაამწარა.

ხალხი შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი, ააშენა, ბევრი რამ გააკეთა - სისხლის, სიკვდილის და ცრემლების ფასად გააკეთა ყველაფერი. მიხარია, რომ საქართველოში ვართ ამდენი ადამიანი, ვისაც გვაქვს იმის უნარი, რომ დავინახოთ და გავაჩინოთ შავი და თეთრი". - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. მათივე განცხადებით, აქცია პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ არის ორგანიზებული.

"ინტერპრესნიუსი"