"ძლიერ გულსატკენი, დაუმსახურებელი თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს რწმენას და ვერც ჩემს სიყვარულს დედა ეკლესიის მიმართ" - კვირის პალიტრა

"ძლიერ გულსატკენი, დაუმსახურებელი თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს რწმენას და ვერც ჩემს სიყვარულს დედა ეკლესიის მიმართ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "დაუმსახურებელი თავდასხმები" მის რწმენასა და დედა ეკლესიის მიმართ მის სიყვარულს ვერ შეარყევს. ამის შესახებ სააკაშვილის განცხადება მის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.

"ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ", - ნათქვამია ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში.