"მეორე ტურამდე დიდი ამბავია ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება თავი მოეჭრას სამუდამოდ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"მეორე ტურამდე დიდი ამბავია ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება თავი მოეჭრას სამუდამოდ ქვეყანას"

"ძალიან მომეწონა ის დიდი აქცია, 14 ოქტომბერს რომ გაიმართა", - ვთვლი, რომ არ უნდა დაშლილიყო, 14 ოქტომბრის აქცია უნდა გაგრძელებულიყო, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, "დიდი ამბავია."

ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დაიღუპოს, რასაც, მისი შეფასებით, ქვეყანა ვერ გადაიტანს.

"ძალიან მომეწონა ის დიდი აქცია, 14 ოქტომბერს, რომ გაიმართა, მაგრამ მე უფრო სხვა ტემპების მომხრე ვარ. ეს არის პიროვნული და არავითარი დაპირისპირება აქ არ არის. კაცი, როცა შიმშილობს, ყოველდღე მძიმდება, ვთვლი, რომ ის აქცია არ უნდა დაშლილიყო, 14 ოქტომბრის აქცია უნდა გაგრძელებულიყო. 14-ში იყო ბრწყინვალე აქცია და მომინდებოდა, რომ ეს აქცია არ დაშლილიყო. მინდა, რომ გაიმარჯვოს იმ კოალიციამ, მაგრამ მეორე ტურამდე დიდი ამბავია ჩვენ ქვეყანაში. შეიძლება თავი მოეჭრას სამუდამოდ ქვეყანას, ეს არის ის, რომ დაიღუპოს მესამე პრეზიდენტი - ამას ისტორიულად ვერ გადაიტანს საქართველო", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.