"ამბობდნენ, ომში კარავში ღამეს ერთად ათევდნენო... მათი ბიოგრაფიებიც ერთმანეთს ჰგავს" - კოლინ პაუელისა და ქართველი გენერლის დიდი მეგობრობის ამბავი - კვირის პალიტრა

"ამბობდნენ, ომში კარავში ღამეს ერთად ათევდნენო... მათი ბიოგრაფიებიც ერთმანეთს ჰგავს" - კოლინ პაუელისა და ქართველი გენერლის დიდი მეგობრობის ამბავი

ცნობილი გახდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, 84 წლის კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა. კოლინ პაუელს და ჯორჯ-მალხაზ შალიკაშვილს წლების განმავლობაში დიდი მეგობრობა და კოლეგიალობა აკავშირებდათ, რის შესახებაც სამხედრო ისტორიკოსი შოთა უტიაშვილი გვიამბობს:

- კოლინ პაუელს და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილს კოლეგიალობაც აკავშირებდათ და მეგობრობაც. მათი ბიოგრაფიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თითქმის თანატოლები გამოდიან. ორივე ამერიკის სამხედრო მოღვაწე იყო, ორივე ოთხვარსკვლავიანი გენერალი. კოლინ პაუელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც შემდეგ 1993 წელს ჯონ-მალხაზ შალიკაშვილმა შეცვალა.

მათ ერთად მოუხდათ ვიეტნამის ომში ბრძოლა, სადაც სამხედრო მრჩევლების სტატუსით მოქმედებდნენ. შემდეგ კოლინ პაუელი რეიგანის პრეზიდენტობის დროს პენტაგონში მოღვაწეობდა. ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა, ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა სტაჟიორად თეთრ სახლში დაიწყო, როგორც ახალგაზრდა მაგისტრამა.

საერთაშორისო ურთერთობათა სპეციალობაში იყო მაგისტრი, შემდეგ ასპირანტურაც დაამთავრა... ისევ კოლინ პაუელის და ჯონ- მალხაზ შალიკაშვილის მეგობრობას რომ დავუბრუნდეთ, ისინი განსაკუთრებულად, ვიეტნამში ყოფნამ დაახლოვა. კოლინ პაუელმა შემდეგ მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციაში სპარსეთის ყურეში, სადაც ოპერაციას ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

იქ მართალია მთავარსარდალი სხვა იყო, მაგრამ ომს ხომ დაგეგმვა, ათასი რამ ჭირდებოდა და ერთად მოქმედებდნენ... საუბარია ომზე, როდესაც 1991 წელს სადამ ჰუსეინი, ერაყი ქუვეითს თავს დაესხა. მსოფლიოში ერთერთი უდიდესი სადესანტო და საბრძოლო ოპერაცია იყო. "ქარიშხალი უდაბნოში" - ასე ერქვა ამ ოპერაციას. განაგრძეთ კითხვა