"მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ყოველთვის მოძრაობს იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ, როგორიც არის ბრძოლის გაგრძელება, მეორე ტური" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ყოველთვის მოძრაობს იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ, როგორიც არის ბრძოლის გაგრძელება, მეორე ტური"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ყველა მიმდინარე საკითხზე ისაუბრებს. ამის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს ციხესთან განუცხადა.

"უპირველესად, ბუნებრივია, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს კონსილიუმი შედგება, იმსჯელებენ და განიხილავენ ჯანმრთელობის ყველა ეტაპს, როგორ განვითარდება პროცესები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტს აინტერესებს.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ყოველთვის მოძრაობს იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ, როგორიც არის ბრძოლის გაგრძელება, მეორე ტური და ვფიქრობ, ყველა მიმდინარე საკითხზე გვექნება დღეს საუბარი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.